LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელი ქვეყნები ხსნიან საზღვრებს ქართველი ტურისტებისთვის?

1771
Simple-Tips-For-Learning-How-To-Travel-Like-A-Pro

მსოფლიო კარჩაკეტილობის შემდეგ, ხალხმა დასვენებაზე აქტიურად დაიწყო ფიქრი, თანდათან იხსნება ევროპის საზღვრები, იწყება ფრენები, თუმცა ზოგან შეზღუდვები იმდენად დიდია, რომ ტურისტებს გამგზავრება არ უღირთ.

ყველა ქვეყანას საკუთარი წესები და განრიგი აქვს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით.

თუ ევროპა გაინტერესებთ, უნდა იცოდეთ, რომ შიდა საზღვრები სავარაუდოდ ივნისის ბოლოდან სრულად გაიხსნება, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შეუშვებს ტურისტებს. იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრობა კოვიდ 19-ის გავრცელებას ხელს ნამდვილად არ უშლის.

 

მწვანე ფერით აღნიშნულია სრულად გახსნილი ქვეყნები; ლურჯით ნახევრად დახურული; წითლით მთლიანად დახურული

 

ამ ეტაპე მოგზაურებისთვის ღიაა:

 

შვედეთი

შვედეთში სასაზღვრო შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა 15 ივნისიდან იგეგმება ყველა შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვისაც.

 

ესტონეთი

პირველი ივნისიდან შეზღუდვები მოხსნილია, თუმცა მათთვის ვინც მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩადის, აუცილებელია ორკვირიანი თვითიზოლაცია.

 

ირლანდია

ირლანდიაშიც ყველას უშვებენ 2-კვირიანი თვითიზოლაციის პირობით. ასევე ტურისტებს უწეთ სამგზავრო სპეციალური კითხვარის შევსება.

 

დიდი ბრიტანეთი

საზღვრები ღიაა, თუმცა ტურისტებს 2-კვირიანი თვითიზოლაცია მოუწევთ. ამ მოთხოვნისგან თავისუფლები არიან ჯანდაცვის მუშაკები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამ პირობებს მთელი ზაფხულის განმავლობაში, სამ კვირაში ერთხელ გადახედავს.

 

ნიდერლანდები

15 ივნისამდე ნიდერლანდებში შენგენის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლები ვერ შევლენ. 15 ივნისის შემდეგ მთავრობა გამოაქვეყნებს სიას, თუ რა წესები უნდა დაიცვან უცხოელმა ტურისტებმა.

 

იტალია

იტალიაში ყოველგვარი საბუთის გარეშე შეგიშვებენ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე იტალიის გარდა მოგზაურობა არ დაგიფიქსირდებათ.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში წესების დაცვით ფუნქციონირებს კაფე-ბარები, რესტორნები და სხვა დაწესებულებების ნაწილი. აკრძალულია კრუიზები.

 

სლოვენია

სლოვენია ღიაა, თუმცა თუ საზღვარზე კოვიდ-19-ზე ეჭვი გაუჩნდათ, 14-დღიანი კარანტინის გავლა მოგიწევთ.

 

სერბეთი

სერბეთის საზღვრები მთლიანად გახსნილია.

ჯერჯერობით, სრულად დაკეტილია: თურქეთი, ისლანდია, ნორვეგია, დანია, შვეიცარია, ესპანეთი, პორტუგალია და პოლონეთი. ზოგიერთი მათგანი ცნობილია როდის გაიხსნება უცხოელი ტურისტებისთვის, ზოგი კი ამის დაანონსებას არ ჩქარობს.

 

ბულგარეთი

ბულგარეთმა 1 ივნისს გახსნა საზღვრები ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, სან-მარინოსთან. ასევე გახსნილია საზღვრები სამედიცინო მუშაკებისთვის და ბულგარეთის მოქალაქეების ოჯახის წევრებისთვის.

 

ავსტრია

შენგენის ზონაში მცხოვრების გარდა, საჰაერო გზით, ავსტრიაში ვერცერთი ტურისტი ვერ მოხვდება.

ქვეყანამ 4 ივნისიდან საზღვრები გახსნა შემდეგ ქვეყნებთან: შვეიცარია, ლიხტენშტეინი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი და ჩეხეთი.

16 ივნისიდან ქვეყანა საზღვარს იტალიასაც უხსნის, თუმცა ლომბარდიის რეგიონისთვის სამგზავრო გაფრთხილება გაიცემა.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, ნებისმიერმა ჩასულმა პირმა უნდა წარადგინოს კოვიდ-19-ზე შემოწმების შედეგი, რომელიც 4 დღეზე ძველი არ უნდა იყოს.

 

ბელგია

ბელგიის საზღვრები ჩაკეტილია და ქვეყნის მცხოვრებლებსაც თითქმის აკრძალული აქვთ საზღვარგარეთ მოგზაურობა. ამ დროისთვის დაანონსებულია, რომ ქვეყანა 15 ივნისიდან საზღვრებს გახსნის ევროკავშირთან, ბრიტანეთთან და შენგენის წევრ კიდევ ოთხ ქვეყანასთან (შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ისლანდია და ნორვეგია)

 

ბოსნია და ჰერცეგოვინა

საზღვარი ამჟამად მხოლოდ მეზობელი მოქალაქეების მოქალაქეებისთვისაა გახსნილი – სხვა ქვეყნებიდან ჩასვლა ნებადართული არ არის.

 

ხორვატია

ქვეყანამ საზღვრები გახსნა ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, ავსტრიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, სლოვენიის, გერმანიისა და სლოვაკეთის მოქალაქეებისთვის.

 

კვიპროსი

საზღვრებს ეტაპობრივად ხსნის სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათგან ნაწილს კოვიდ-19-ზე შემოწმებას თხოვს, ნაწილს კი არა, თუმცა საქართველო სიაში საერთოდ არაა. ქვეყანა ჯერჯერობით დახურული იქნება აშშ-ს, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიისთვის. 

 

ჩეხეთი

ჩეხეთში შესვლის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აქვთ ტესტის გავლის შემდეგ – ოჯახის წევრების ნახვისთვის, სწავლისთვის და ეკონომიკური საქმიანობისთვის. მეზობლებს კი შეუძლიათ უმიზეზოდ შევიდნენ ჩეხეთში, თუმცა მკაცრი კონტროლის გავლის შემდეგ.

 

დანია

5 ივნისიდან კოპენჰაგენმა თავის საზღვრები გახსნა გერმანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის  მცხოვრელებისთვის. სხვებისთვის დანია სავარაუდოდ ზაფხულის ბოლომდე ჩაკეტილი იქნება.

20 ლარად ზღვაზეც და მთაშიც - რა ჯდება საქართველოში დასვენება პანდემიის პირობებში

"გაატარე ზაფხული საქართველოში" კვლავ აქტუალურ მოწოდებად რჩება

 

საფრანგეთი

ქვეყანა თვის ბოლოდან საზღვრებს ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გახსნის. ესპანეთიდან და ბრიტანეთიდან ჩასულ ტურისტებს კარატნინის გავლა მოუწევთ, ხოლო ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის უცნობია როდის გაიხსნება საფრანგეთი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები