LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თავიდან უნდა დაკომპლექტდეს

80
1551856615-54228821-431642997571775-417079416506548224-o-1

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის თავიდან დაკომპლექტება გახდა საჭირო.

უფრო კონკრეტულად, დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელია, თუმცა მან 14 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად სხვა საპარლამენტო თანამდებობები დატოვა. მმართველ გუნდს ამ თანამდებობაზე სხვა კანდიდატურის წარდგენა მოუწევს.

ხელისუფლებამ, დელეგაციის ძირითად შემადგენლობაში ნინო გოგუაძე და სოფო ქაცარავაც უნდა ჩაანაცვლოს, რადგან გოგუაძემ უმრავლესობა დატოვა, ქაცარავამ კი, საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა.

უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ახალი ფრაქციის შექმნაზე საუბრობენ

"ლოგიკურია ფრაქცია შეიქმნას, ვფიქრობ, არის ამის რესურსი" - დიმიტრი ცქიტიშვილი.

საჭიროა დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის შეცვლაც, რომლის წევრებიც ასევე უმრავლესობიდან წასული ირინე ფრუიძე და დიმიტრი ცქიტიშვილი იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები და დეპუტატების მმართველი გუნდის დატოვება პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნამ გამოიწვია.

საპარლამენტო დელეგაციების კვოტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი გადაანაწილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები