LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა „ლიბერთის“ 15 მლნ ევროს სესხი დაუმტკიცა

64
evro1

EIB-სა (European Investment Bank) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა საკრედიტო ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ბანკი EIB-ისგან მიიღებს 15 მილიონ ევროს. ხელშეკრულებას ხელი მოეწერა EU4Business Initiative ფარგლებში და ეს თანხა მოხმარდება მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტებას საქართველოში.

2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს:

  • ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;

  • მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;

  • მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში.

ბანკის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ „ლიბერთის“ გააჩნია აუცილებელი რესურსები ამ საკრედიტო ხაზის ეფექტურად განთავსებისათვის, რის შესაძლებლობასაც იძლევა ბანკის ფილიალების ფართო ქსელი, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს.

EIB-ს სესხი საშუალებას მისცემს „ლიბერთის“ გააგრძელოს საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება გაუმჯობესებული პირობებით. ბანკი ასევე მიიღებს ტექნიკურ დახმარებას EIB სატრასტო ფონდიდან საკრედიტო მომსახურებისა და პროდუქტების გაუმჯობესების მიზნით.

„მოხარული ვართ EIB-სთან თანამშრომლობის დაწყებით. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. EIB-ს მიერ დამტკიცებული საკრედიტო რესურსი საშუალებას მოგვცემს გავაღრმავოთ თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეებთან საქართველოს მასშტაბით“ – განაცხადა “ლიბერთი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

„მინდა მადლობა გადავუხადო EIB-ს  გამოხატული ნდობისათვის. მჯერა, ეს თანამშრომლობა საშუალებას მისცემს ბანკს გაიმყაროს პოზიციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან და დინამიურ სეგმენტში, რაც ბანკისათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანაა“- განაცხადა “ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ.

„მდგრადი, ინკლუზიური და ინოვაციური ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობა სექართველოში ევროგაერთიანების საკვანძო პრიორიტეტია. როგორც ევროკავშირის ბანკი, ჩვენ მიზნად ვისახავთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობას საქართველოში. ამ  მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა. მოხარული ვარ, რომ არსებულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გამყარებასთან ერთად, ვიწყებთ თანამშრომლობას კიდევ ერთ ფინანსურ ინსტიტუტთან. მცირე და საშუალო ბიზნესებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეკონომიკაში და ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციები შეუქმნიან ახალ შესაძლებლობებს როგორც ამ ბიზნესებს, ასევე მთელ ქვეყანას“ – განაცხადა EIB-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ლილიანა პავლოვამ.

შეგახსენებთ, „ლიბერთი ბანკი“, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები