LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის სიმბოლური გასაღები დღეიდან საქართველოსია – რას ნიშნავს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა

240
ევროსაბჭო (1)

დღეიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. სწორედ დღეს იმართება ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,

ქართულ მხარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთი გადასცემს.

ამის შემდეგ კი, დავით ზალკალიანი კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება - თბილისში ოფიციალური შეხვედრები იწყება

 თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია კი სტრასბურგში, საზეიმო ვითარებაში 27 ნოემბერს გაიმართება

საგარეო საქმეთა მინისტრი აქცენტს  ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვაზე გააკეთებს, ასევე ისაუბრებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობაზე, ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებასა და ახალგაზრდების მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერებაზე. 

თავმჯდომარეობის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში, საქართველო ევროპის საბჭოს ფარგლებში ორგანიზებას 20-მდე ღონისძიებას გაუწევს.

აღნიშნულ პოზიციას საქართველო 2020 წლის 15 მაისამდე დაიკავებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები