LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულ ქალაქებშიც ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები – თურნავა ტურისტის დაჭრის ფაქტზე

38
214323708-4187381074684853-4919586581504264818-n

ეკონომიკის მინისტრი აღიარებს, რომ საქართველოში პოლონელი ტურისტის დაჭრამ ქვეყნის ტურისტულ გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონია. თუმცა, ნათია თურნავა აქვე განმარტავს, რომ მსგავსი ინციდენტები დიდ ევროპულ ქალაქებშიც ხდება.

„პოლონელი ტურისტის დაჭრა ძალიან სამწუხარო ფაქტია. ზოგადად, ნებისმიერი ასეთი ინციდენტის მიმართ ტურიზმის ინდუსტრია ძალიან სენსიტიურია. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ნებისმიერ დიდ ქალაქში, ევროპულ ქალაქებშიც კი, დრო და დრო ხდება ასეთი სამწუხარო შემთხვევები. მთავარია, რამდენად სწრაფად რეაგირებს სახელმწიფო და ეს ერთეული შემთხვევა, სწრაფად მოექცა რეაგირების ქვეშ”,- აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, პოლონელი ტურისტი ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები