LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული ხარისხი, სტანდარტები და ხელმისაწვდომი ფასები – DANHSON საქართველოში 23 დასახელების ფარმაცევტულ პროდუქტს გვთავაზობს

1276
ipiccy_image

ევროპული ხარისხი, სტანდარტები და ხელმისაწვდომი ფასები – DANHSON საქართველოში 23 დასახელების ფარმაცევტულ პროდუქტს გვთავაზობს.

ამჟამად, ცნობილი ფარმაცევტული ჰოლდინგი DANHSON წარმატებით საქმიანობს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, კავკასიის რეგიონში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ასევე რუსეთში, ბელარუსში, უკრაინასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს ქვეყანას, როგორც უკვე გითხარით, საქართველოში „დანსონი“ წარმოდგენილია 23 დასახელების პროდუქტით. მათ შორის, არის „დანაფა ფარმასიუტიკალსის“ ოქროს ვარსკვლავის პროდუქტები – ბალზამი, სპრეი, სიროფი და ა.შ.

„რეგისტრაციის პროცესშია კიდევ რამდენიმე პროდუქტი. „დანსონის“ პროდუქცია, ძირითადად, ფარმადეპოსა და ჯიპისის ქსელში, ასევე პსპ-ში, ავერსსა და იმპექსის ქსელში იყიდება. „დანსონის“ პროდუქცია გამოირჩევა ევროპული ხარისხითა და სტანდარტებით და ხელმისაწვდომი ფასებით“, – აცხადებენ საქართველოში DANHSON-ის წარმომადგენლობაში. მათივე ინფორმაციით, DANHSON არის  ფარმაცევტულ პროდუქტებზე ორიენტირებული ჰოლდინგი, რომელიც დაარსდა ბულგარეთში 2015 წელს, ამ სფეროში ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ. საქმიანობის ძირითადი ნაწილია ფარმაცევტული პროდუქტების (RX და OTC), საკვები დანამატების და კოსმეტიკური საშუალებების განვითარება, წარმოება და მარკეტინგი. DANHSON-ის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: ვეტპრომი, მილვე, დანაფა ფარმასიუტიკალსი, დომინანტა – ფარმაცევტული კომპანია და დომინანტა – ფარმაცევტულ ლოგისტიკური პარკი.

„DANHSON არის სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია, რომელიც მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს თავისი გუნდის შექმნისა და გაფართოებისთვის. DANHSON-ში დასაქმებულია სპეციალისტები, რომლებმაც დაამტკიცეს თავიანთი კომპეტენცია ფარმაციის სფეროში, რომლებიც ზრუნავენ პროდუქციის პორტფელის მუდმივ განახლებასა და გაფართოებაზე, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“, – ამბობენ DANHSON-ის მენეჯმენტში.

მათივე განმარტებით, DANHSON-ის თანამშრომლებს აერთიანებთ ერთი მიზანი – შექმნან პროდუქტები, რომლებიც ადამიანებს მისცემს შესაძლებლობას, ჰქონდეთ შესანიშნავი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ცხოვრების მაღალი ხარისხი.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები