LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოს აივნიდან – „NATO აქაურობას“ გადმოფინეს

132
ნატო აქაურობას

პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, „თავისუფლების მოედანზე“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის პარალელურად, საკრებულოსშენობის აივნიდან ბანერი – „NATO აქაურობას“ გადმოფინეს.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა თამარ კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი და სწორედ ამ მიზეზით გამოფინეს დროშა აივნიდან.

მისივე განმარტებით, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამ უფლებით თავადაც სარგებლობენ და არავითარ პროვოკაციას არ აქვს ადგილი.

რამდენიმე წუთის შემდეგ, “პატრიოტთა ალიანსის” აქციის მონაწილემ აღნიშნული ბანერი ჩამოხია.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” დავით გარეჯში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, „თავისუფლების მოედანზე“ აქციას მართავს. პატიის ლიდერების განცხადებით, აქციის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ქართველი ხალხი დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტიის ლიდერებმა აქციაზე სხვა საკითხებზეც, მათ შორის სამართლიანობის აღდგენაზე ისაუბრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები