LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს, რომელთა თანახმად, ასამბლეა რუსეთს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების დამონტაჟებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

სრეზოლუციის თანახმად, ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონში რუსეთის იმ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, რომელთა მიზანია სოფელ ატოცთან საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა. „დაუყოვნებლივ შეწყდეს მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მოხდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვა. ამასთან დაკავშირებით, ასამბლეა კვლავ ადასტურებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთხმად მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები