LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეზუგბაია: ინფცირებული პაციენტებიდან 7 კრიტიკულად მძიმედაა

105
marina-ezugbaia-w-h

“გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%-ია”- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების ყველა ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია: ერთს დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო 2 შემოტანილია. მათგან ერთი-ერთი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

სვანეთის კლასტერიდან ქუთაისის ინფექციურში 9 პაციენტი მოათავსეს, მათ შორის 4 ბავშვია

ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა კლინიკებში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტებიდან 17 ის მდგომარეობა მძიმე, 7-ის კი კრიტიკულია.

“დღეისთვის კოვიდცენტრებში 198 პაციენტი მკურნალობს. მათგან შვიდი კვლავ კრიტიკული რჩება, თუმცა მათი მდგომარეობა სტაბილურია და დინამიკაში გაუარესება არ შეინიშნება. 17 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 83%, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი 1,33%-ია.”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10-ით გაიზარდა

პოპულალურები