LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის ყალბი ამბების გავრცელების საწინააღმდეგო განყოფილება შექმნა

56
shutterstock_626641862

Facebook-მა განაცხადა, რომ ევროპარლამენტში დაგეგმილ საყოველთაო არჩევნებამდე ყალბი ამბების გავრცელებასთან ბრძოლის განყოფილებას ქმნის. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

სოციალურმა მედია გიგანტმა მანამდე მსგავსი განყოფილება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიასა და ინდოეთში შექმნა.

ცნობილია, რომ არაერთი ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიისას Facebook-ი დეზინფორმაციისა და შეურაცხმყოფელი მასალების გავრცელებას ვერ უმკლავდება.

ბოლო ორ წელიწადში Facebook-ი საარჩევნო სუბიექტების ინტერესების პოპულარიზაციისა და პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცა.

ყალბი ახალი ამბების გავრცელების ფონზე, მაისში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, Facebook-მა მარტში ახალი სარეკლამო რეგულაციები აამოქმედა.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართება. Facebook-ზე პოლიტიკური რეკლამისთვის რეგულაციები სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. ამისთვის შესაბამისი პოლიტიკური რეკლამების არქივიც არის შექმნილი.

თავის დროზე აშშ-ში მსგავსი ნაბიჯი გადადგა Google-მაც.

Facebook-ის 15 წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები