LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook, Microsoft, Twitter და YouTube ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელებას აღკვეთენ

84

მსოფლიოს წამყვანმა ინტერნეტ-ტექნოლოგიებში მომუშავე კომპანიებმა Facebook, Microsoft, Twitter და Youtube შეთანხმდნენ, საკუთარი საიტების მეშვეობით ექსტრემისტული მასალის, ფოტოებისა და ვიდეობის გავრცელება აღკვეთონ.

„სიენენის“ ინფორმაციით, კომპანიები შექმნიან ერთიან ბაზას და გააკონტროლებენ საიტებზე მასალის ატვირთვას.

პერიოდულად მონაცემთა ბაზის წვდომას სხვა კომპანიებიც მიიღებენ, რომლებსაც ასევე, ექნებათ სურვილი, ხელი შეუშალონ ექსტრემისტული მასალის გავრცელებას.

თუ მომხმარებელი მიიჩნევს, რომ მისი მასალა შეცდომით წაშალეს და არანაირი კავშირი ტერორისტულ ჯგუფებთან არ აქვს, ის შეძლებს, სერვისის გადაწყვეტილება გაასაჩივროს, აღნიშნულია „ტვიტერის“ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები