LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ს, Google-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალი რეგლამენტის დარღევავაში ადანაშაულებენ

98

4 ვებ გიგანტი ევროკავშირის პირადი მონაცემების დაცვის ახალი რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ BBC წერს. Facebook-ს, Google-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს მომხმარებლებისთვის მიზნობრივი სარეკლამო სერვისების იძულებით გამოყენებაში ადანაშაულებენ.

პირადი ხელშეუხებლობის შესახებ ინფორმაციის ჯგუფი noyb.eu, რომელსაც აქტივისტი მაქს შერმანი ხელმძღვანელობს, განმარტავს, რომ ხალხს „თავისუფალი არჩევანი“ არ მისცეს.

შესაძლოა ვებ გიგანტები აიძულონ, რეგულაციები მომხმარებლების ინტერესებზე მორგებული გახადონ. თუ ეს ტალღა გაგრძელდა არ არის გამორიცხული, კომპანიები დააჯარიმონ კიდეც.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, Apple-მა ახალი ერთიანი რეგლამენტის (General Data Protection Regulation, GDPR) ამოქმედდებას დაუჭირა მხარი და მომხმარებლებს პერსონალური ინფორმაციის წაშლის შესაძლებლობა მისცა.

ევროკავშირის ახალი ერთიანი რეგლამენტი, პირადი მონაცემების დაცვის შესახებ 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა.

პოპულალურები