LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანები ვარაუდობენ, რომ ჯონ სნოუ და დეინერისი ბოლო სეზონში კვდებიან

1830
game

მსახიობ პიტერ დინკლიეჯის ახალმა ფოტომ, რომელიც მან საკუთარ გვრერდზე განათავსა, „სამეფო კარის თამაშების“ ფანები ააღელვა. „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოზე მეისი უილიამი, სოფი ტერნერი, ნიკოლა კოსტერ-ვალადუ და გვენდოლინ კრისტი პოზირებენ.

ფანებმა შენიშნეს, რომ საერთო ფოტოზე არ ჩანან ემილია კლარკი, კიტ ჰარინგტონი და ლინა ჰიდი, რომლებიც სავარაუდოდ, სერიალის ფინალურ სეზონში კვდებიან. ემილია კლარკი დეინერის ტარგარიენის, კიტ ჰარინგტონი ჯონს სნოუს, ხოლო ლინა ჰიდი, სერსეი ლანისტერის როლებს ასრულებენ.

ამ ფოტოს უამრავი კომენტარი და ახალი ვერსიები მოჰყვა. ნამდვილ ამბავს კი სერიალის ბოლო სეზონიდან შევიტყობთ, რომელიც ეკრანებზე 14 აპრილს გამოდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები