LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

FAO საქართველოში ორმილიონიან პროექტს იწყებს

u

FAO საქართველოში სოფლის განვითარების ორმილიონიან პროექტს იწყებს. ახალი პროექტის შეთანხმებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ ხელი ბერლინში მოაწერეს.

ორი მილიონი ევროს ღირებულების პროექტი საქართველოში სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, ღირებულებათა ჯაჭვების გაუმჯობესებას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და გარემოსთან თავსებადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკების განვითარებას ისახავს მიზნად.

FAO-ს შეფასებით, აღნიშნული ღონისძიებები, საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისა და აგროწარმოებით გამოწვეული კლიმატის ცვლილების შემცირებისკენ არის მიმართული. პროექტი, რომელსაც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) განახორციელებს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ არის დაფინანსებული.

როგორც ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, FAO არის სამინისტროს უმნიშვნელოვანესი პარტნიორი, როგორც დარგში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერის, ისე მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის პრაქტიკაში დანერგვის კუთხით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები