LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ფაქტი, რომ რამე არ იცით, სასირცხვილო არაა – 7 მიზეზი, რატომ უნდა დატოვოთ კომფორტის ზონა

zona_di_confort-1080x675

ბევრი ადამიანი ვერ ტოვებს მას. ამის ერთადერთი მიზეზი კი შიშის ფაქტორია, რომელიც გაურკვეველ მომავალს ახლავს თან. გაგაცნობთ 7 მიზეზს, რომელიც კომფორტის ზონის დატოვებისთვის არის აუცილებელი და წარმატების გზაზე დაგეხმარებათ.

1.დაძლიეთ სიახლის შიში. შიშის დაძლევის სურვილი უნდა იყოს თქვენი თანმდევი. თუ გინდათ წარმატების მიღწევა, მოგიწევთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალ გამოწვევებთან შეჯახება.

2.ბევრ ადამიანს ეჩვენება, რომ მიზნამდე მისასვლელი გზა რთულია. დაძლიეთ ეს ფიქრები, მიუხედავად იმისა, საწყის ეტაპზე რა შედეგს დადებთ. ადამიანებს ეშინიათ თუ რას იფიქრებენ მათზე სხვა ადამიანები, ეშინიათ გამოვიყურებოდნენ სულელებად, რომ ვერ გასცემენ კითხვებს პასუხებს. ის ფაქტი, რომ რამე არ იცით, სასირცხვილო არაა. 

3.ზოგიერი ადამიანი კრიტიკაზე კარგად რეაგირებს, ზოგი – პირიქით. ადამიანებს სჭირდებათ სტიმული, გახდით თავდაჯერებული და დაეხმარეთ სხვებსაც.

4.რთულია წარმატების მიღწევა, როცა მარტო ხარ. ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიტყვა თქვეს ამ სამყაროში, მიიჩნევენ, რომ გუნდური მუშაობა ბევრად ეფექტურია.

5.ჩვენს არ ვირჩევთ მშობლებს, კლასელებს, თუმცა ზრდასრულ ასაკში გარემოცვის არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული. მაგალითად, თქვენი არჩევანია – გეყოლებათ თუ არა უფროსი, რომელიც არ მოგწონთ, თუ დაიწყებთ ახალი სამსახურის ძებნას. შეწყივიტეთ კავშირი მათთან, ვინც თქვენზე ცუდად მოქმედებს.

6.საჯარო გამოსვლები ბევრს აშინებს. თუმცა რაც მეტს სცდით, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა გაგიმარტივდებათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი გზავნილი აუცილებელად უნდა მიიტანოთ შესაბამის ადრესატთან. თუ საჯარო გამოსვლები გაშინებთ, ამან შეიძლება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეგაფერხოთ.

7. წუწუნი, რომ რაღაც არ გამოგდით, შედეგს ვერ გამოიღებს. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული როგორ შეცვლით სამყაროს უკეთესობისკენ. თუ შეეჯახეთ უსამართლობას, დააფიქსირეთ თქვენი აზრი, გამოთქვით მოსაზრებები, მიაწვდინეთ თქვენი ხმა სხვა ადამიანებს, იყავით შთაგონების წყარო მათთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები