აშშ-ს კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების საკითხზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. კონგრესმენის თქმით, საკმარისია ფაქტი, რომ საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულია, რათა საქართველო NATO-ში მიიღონ. მან რუსეთი მოიხსენია, როგორც სუსტი ქვეყანა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსგავსი ქვეყნის ჩარევამ გავლენა არ უნდა იქონიოს. ამის შესახებ კინზინგერმა „ამერიკის ხმა“-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„რუსეთი ნეგატიურ როლს თამაშობს არა მხოლოდ გავლენის, არამედ მასობრივი არასტაბილურობის შექმნის კუთხითაც. რუსეთი ბევრად უფრო სუსტი ქვეყნაა, ვიდრე აშშ. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ცალკეული ნაბიჯებია. ისინი გააგრძელებენ პრობლემების შექმნას. როგორც ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, დროა, ორმაგად ჩართული ვიყოთ საქართველოში, რათა რუსეთს ჩვენი ბულინგის საშუალება არ მივცეთ. ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ჩემთვის საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო NATO-ში მივიღოთ. ჩვენ ისეთმა სუსტმა ქვეყანამ, რომელსაც რუსეთი ჰქვია, არ უნდა შეგვაშინოს“, – თქვა ადამ კინზინგერმა.

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05