LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტობრივად „ნაციონალურ მოძრაობას“ გადაწყვეტილი აქვს შემოსვლა – ლევან იოსელიანი

68
ლევან იოსელიანი

თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას, – პარტია “მოქალაქეების” ერთ ერთი ლიდერი თვლის, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შევა, პროცესებს მიღმა დარჩება, მაგრამ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, „ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ შესვლა და ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში“.

“პარლამენტი სიცოცხლისუნარიანია. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის წარმოდგენილი”

ლევან იოსელინის განცხადებით, თუ ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არ შევა, პარლამენტი ვერ დაკომპლექტდება სრულად. საბოლოო ჯამში კი პროცესებს მიღმა ეს პარტია დარჩება.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიუხედავად იმისა, რომ არის სიდიდით ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, მაინც არის ერთი პოლიტიკური სუბიექტი, პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა შემოსულია პარლამენტში და ამ თვალსაზრისით, პარლამენტი სიცოცხლისუნარიანია. არის საკონსტიტუციო უმრავლესობა წარმოდგენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმებაში გათვალისწინებული რეფორმების გასატარებლად. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ შემოვა პარლამენტში, ეს ვერ დააბრკოლებს რეფორმების გატარების შესაძლებლობას. ჩვენ შევძლებთ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ყველა სხვა ცვლილება, რომელიც საჭირო იქნება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად. თუ არ შემოვლენ ეს იქნება ცუდი, იმიტომ, რომ ვერ დაკომპლექტდება პარლამენტი სრულად, მაგრამ ეს იქნება მათი არჩევანი და საბოლოო ჯამში, ეს პარტია დარჩება პროცესებს მიღმა. მაგრამ, რა განცხადებებსაც ვისმენ, ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვთ შემოსვლა და მგონი ძალიან მალე ვიხილავთ პარლამენტში“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

პოპულალურები