LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფარი არ არის ქუდი” – როგორ უნდა მოვიხმაროთ სამედიცინო ფარები სწორად

694
ფარი

დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ სახის დამცავი სამედიცინო ფარის გამოყენების წესებზე ისაუბრა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა,  კორონავირუსისგან მხოლოდ ფარი ვერავის დაიცავს თუ მას ნიღაბთან ერთად არ გამოვიყენებთ.

მისი თქმით, ფარი ამთელ სახეს უნდა ფარავდეს.

"კრიტიკულ პაციენტებში არც ერთი ბავშვი არაა" - მარინა ენდელაძე

დღეს კიდევ რამდენიმე პაციენტის ანალიზის პასუხი გახდება ცნობილი

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან, საქართველოში, უკვე არის ადგილობრივი წარმოება ფარების, რაც ძალიან სასიხარულოა, ოღონდ ძალიან ვთხოვ ყველას, ეს ფარები იხმარონ სწორად. ჯერ ერთი მარტო ფარი ვერ იცავს, ფარი უნდა ვიხმაროთ ნიღაბთან ერთად. ანუ ნიღაბიც უნდა გვეკეთოს, ფარიც უნდა გვეკეთოს და ფარი უნდა იყოს სახეზე ჩამოფარებული. ამიტომ ჰქვია მას ფარი. ფარი არ არის ქუდი, ანუ არ უნდა იყოს აწეული“ , – ამბობს პაატა იმნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები