LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეინთის” დასასრული მოახლოვდა

550

მაიკროსოფტის გრაფიკული პროგრამა “ფეინთი”, იმ პროგრამების ჩამონათვალში შედის, რომელიც წაიშლება ან აღარ განვითარდება.

“ფეინთი” ვინდოუსის ოპერაციული სისტემის ნაწილია 1985 წლიდან. ის ცნობილია თავისი მარტივად მოსახმარი ინსტრუმენტთა პანელით.

როგორც ცნობილია, “ფეინთის” განვითარებული ვერსია 3D მომავალში კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

ის პროგრამები, რომლებიც სიაში მოხვდა, შემოდგომიდან აღარ ანახლდება ან საერთოდ წაიშლება. სიაში ასევე შევიდა აუთლუქ ექსპრესის მეილ კლიენტი. ახალ ვერსიაში მეილის ღილაკი(icon) EDGE პანელშია ჩაშენებული.

 

RIP PAINT

paint-ში შესრულებული ნამუშევარი

სოციალურ ქსელში ამ სიახლეებმა უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხის ნაწილმა ცვლილება “RIP” მესიჯით დაპოსტა.

ერთ-ერთმა იუთუბერმა განაცხადა, რომ ფეინთი საუკეთესო რამ იყო, რაც კი მაიკროსოფტს შეუქმნია.

ჯიმ ფეინთმა კი, რომელიც ამ პროგრამაში ხელოვნების ნიმუშების შექმნითაა ცნობილი, განაცხადა, რომ ის ვინდოუსის განახლებულ პროგრამას არ იყენებს და XP  – ში მუშაობს, რადგან საუკეთესო სწორედ ძველი ვერსიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები