LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ფეისბუქი“ და ,,გუგლი“ თანამშრომლებს ვაქცინაციას ავალდებულებენ

60
googlenews45

პანდემიის დაწყების შემდეგ  ტექნოლოგიური გიგანტები მსოფლიოს მასშტაბით დისტანციურ მუშაობაზე გადავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც მსოფლიოშიო კორონავირუსის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაცია დაიწყო, გიგანტი კომპანიების  უმეტესობა  სამუშაო პროცესის ოფისში დაბრუნებაზეა კონცენტრირებული. როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი პირველები ამ მიმართულებით „გუგლი“ და „ფეისბუქი“ არიან, რომლებმაც უკვე გაავრცელეს განცხადებები იმის შესახებ, რომ ყველა თანამშრომელი, რომელსაც ოფისში დაბრუნება სურს ან ევალება, აცრილი უნდა იყოს კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით. „გუგლს“ და „ფეისბუქს“ შესაძლოა უახლოეს მომავალში შეუერთდეს კიდევ ერთი გიგანტი კორპორაცია „ეფლი/Apple“. როგორც „ეფლის/Apple“ აღმასრულებელმა დირექტორმა,  ტიმ კუკმა განაცხადა, კომპანია ჯერ კიდევ ფიქრობს სავალდებულო ვაქცინაციის მართებულობაზე და გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ელექტრონულ წერილში, რომელიც „გუგლის“ თანამშრომლებთან კომპანიიდან გაიგზავნა ნათქვამია, რომ ყველა თანამშრომლისათვის, ვინც ოფისიდან იმუშავებს, ვაქცინაცია აუცილებელი იქნება. ახალი წესები აშშ-ის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაში ამუშავდება, ხოლო მომდევნო თვეებში ამოქმედდება უკვე ევროპისა და სხვა კონტინენტების ოფისებშიც. წერილში ნათქვამია ისიც, რომ ბუნებრივია „გუგლი“ გაითვალისწინებს ვაქცინების ხელმისაწვდომობის საკითხსაც და ისეთ ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პრობლემაა, თანამშრომლებს ჯერჯერობით სრულ ვაქცინაციას არ მოსთხოვს. გარდა ამისა, აცრას არ იქნება სავალდებულო არც იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც სპეციალური სამედიცინო მდგომარეობის გამო აცრა არ შეუძლია.

მალევე მსგავსი განცხადება გაავრცელა „ფეისბუქმაც“, რომელმაც აღნიშნა, რომ კომპანიის ამერიკელ თანამშრომლებს მუშაობის გასაგრძელებლად  აუცილებლად მოუწევთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. „ფეისბუქის“ პოზიცია აღნიშნულთან მიმართებაში „გუგლთან“ შედარებით უფრო მკაცრია.

“ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე არსებულ ოფისში სამუშაოდ მოვა, ვაქცინირებული უნდა იყოს” — ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები