LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქი დაბრუნდა – ჩაირთო სხვა სოციალური ქსელებიც

388
Facebook-down-865161

მსოფლიოს მასშტაბით არსებული შეფერხება “ფეისბუქსა” და მის მფლობელობაში არსებულ სოციალურ ქსელებზე, გამოსწორდა.

რამდენიმე წამის წინ, “ფეისბუქის” “ინსტაგრამისა” და “ვოთსაფის” გამოყენება კვლავ შესაძლებელი გახდა.

ჯერჯერობით კომპანიისგან რაიმე განცხადება შეფერხების მიზეზზე არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ აქციონერები კომპანიის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აქციონერთა ნაწილი ამ მოთხოვნას აყენებს აქციონერთა ყოველწლიური შეკრების წინ, რომელიც 30 მაისისთვის არის დაგეგმილი.

აქციონერები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის მთელი რიგი შეცდომების გამო, კომპანიამ 2018 წლის ივლისიდან შეფასებითი ღირებულების 40 % დაკარგა. განცხადების ავტორები ამ დანაკარგისთვის პასუხისმგებლობას უშუალოდ მარკ ცუკერბერგს აკისრებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები