LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქი ლაიქების რაოდენობის დამალვაზე ფიქრობს

462
-107064276-gettyimages-940823772

,,ფეისბუქი”  ლაიქების რაოდენობის დამალვის ფუნქციის დამატებას გეგმავს.  როგორც BBC  წერს, ჯეინ მანჩუნ უონგმა ფეისბუქის აპლიკაციაში აღმოაჩინა კოდი, რომელიც იძლევა საშუალებას ესა თუ ის პოსტი,  ავტორის გარდა, ყველასთვის უხილავი გახდეს. სხვა მომხმარებლები კი მხოლოდ რეაქციის ემოჯიებს დაინახავენ. კერძოდ, წაიკითხავენ იმას, რომ ეს პოსტი მათმა რომელიმე მეგობარმა და სხვა ადამიანებმა დაალაიქეს.

კომპანიაში ახლა ფიქრობენ, გამოსცადონ რა შედეგს მოიტანს პლატფორმაზე ლაიქების რაოდენობის დამალვა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, გამოცემა წერს, რომ ზოგჯერ ლაიქების ფუნქცია მომხმარებლებს არაკონფორტულ სიტუაციაში აყენებს. საქმე იმაშია, რომ ზოგიერთი ადამიანი წუხს, რომ მათმა პოსტმა, შესაძლოა, საკმარისი რაოდენობის ლაიქები ვერ მოაგროვოს.

შეგახსენებთ, ლაიქების დამალვის ფუნქციას ფეისბუქის მფლობელობაში არსებული ინსტაგრამი იაპონიაში, კანადაში, იტალიაში,  ირლანდიაში, ბრაზილიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში უკვე ტესტავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები