LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს

283
A smartphone user shows the Facebook application on his phone in the central Bosnian town of Zenica, in this photo illustration, May 2, 2013. 
Facebook Inc's mobile advertising revenue growth gained momentum in the first three months of the year as the social network sold more ads to users on smartphones and tablets, partially offsetting higher spending which weighed on profits. REUTERS/Dado Ruvic (BOSNIA AND HERZEGOVINA - Tags: SOCIETY SCIENCE TECHNOLOGY BUSINESS) - RTXZ81J

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აქვს, როგორც დესკტოპ ვერსიას, ისე აპლიკაციას. პრობლემის შესახებ ინფორმაციას Techtimes ავრცელებს.

პრობლემა 13 მარტს, დღის მეორე ნახევარში დაფიქსირდა და მას შემდეგ, ორივე სოციალური ქსელი შეფერხებით მუშაობს. ფეისბუქზე თითქმის შეუძლებელია კონტენტის ატვირთვა და მართვა, ხოლო ინსტაგრამზე ფოტოების გაზიარება ვერ ხერხდება.

საიტზე – Down Detector, სადაც მომხმარებლებზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მუშაობა ფასდება, დღეს უამრავი შეტყობინება შევიდა. მომხმარებლები იმ პრობლემებზე წერენ, რომელიც ფეისბუქის მოხმარებისას იჩენს თავს. პრობლემების ჩამონათვალში ძირითად ადგილს, მესენჯერის გაუმართაობა, ვებგვერდის ჩატვირთვა, ვიდეოების ატვირთვა და სურათების რთულად გამოჩენის პრობლემა იკავებს. ამასთან მომხმარებლების ნაწილი ვერ ახერხებს ფეისბუქის საკუთარ „ექაუნთზე“ შესვლას.

რუკაზე წითლად და ყვითლად ის რეგიონებია აღნიშნული, სადაც ფეისბუქი შეფერხებით მუშაობს. საქართველო ყვითელ ზონაშია მოქცეული.

down detector-ზე ამ დროისათვის ფეისბუქის პრობლემა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა დააფიქსირა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები