LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეისბუქის გაუქმება უფრო ბედნიერს, მაგრამ არაინფორმირებულს გაგხდით – კვლევა

collage

ფეისბუქის გაუქმება შესაძლოა კარგი იყოს თქვენი ემოციური კეთილდღეობისთვის, მაგრამ მიმდინარე მოვლენების მიმართ სავარაუდოდ, ნაკლებად ინფორმირებულნი იქნებით. ამის შესახებ CNN ნიუ-იორკისა და სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მკვლევარებს სურდათ გაერკვიათ, როგორ ცხოვრობენ ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გვერდი გააუქმეს სოციალურ ქსელში. ამისთვის, კვლევის მონაწილეებს ფეისბუქის 4 კვირით გასაუქმებლად 102 დოლარი  გადაუხადეს.

კვლევამ აჩვენა, რომ ფეისბუქის გარეშე ადამიანები უფრო ბედნიერები იყვნენ, მათ მთელი დღის განმავლობაში მეტი თავისუფალი დრო რჩებოდათ, თუმცა იყვნენ ნაკლებად ინფორმირებული. აღმოჩნდა, რომ ფეისბუქი მომხმარებლებისთვის გასართობი ამბების მიღების მთავარი წყაროა.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ,მას შემდეგ რაც კვლევა დასრულდა, უმრავლესობამ საკუთარი ანგარიშების აღდგენა გადაწყვიტა, თუმცა უმეტესობა სოციალურ ქსელებს უკვე ნაკლები სიხშირით იყენებს.

მეცნიერები ამბობენ,რომ კვლევის მიგნებები ფეისბუკის არც სასარგებლო და არც საწინააღმდეგო არ არის. მკვლევარები ამბობენ,რომ მათ მიზანს ფეისბუქის დისკრედიტაცია არ წარმოადგენდა, მათი თქმით, უბრალოდ სურდათ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის როგორ უნდა გამოიყენონ სოციალური მედია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები