LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფეისბუქით” წასული მამუკა ბახტაძე პოლიტიკაში ბრუნდება?! – ივანიშვილის გუნდის პასუხი

442
მამუკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის – მამუკა ბახტაძის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი ისევ აქტუალურია – “ფეისბუქით” წასული  ბახტაძე ისევ “ფეისბუქით” მოვა თუ არა, ეს ჯერ არ ვიცით, თუმცა ივანიშვილის გუნდში მასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავენ.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ შეიძლება საუბარი ჰქონდეთ მამუკა ბახტაძესთანაც, თუ მას ამის სურვილი ექნება. მისივე თქმით,  კანონმდებლობა იმასაც უშვებს, რომ მოქმედი პრემიერი იყოს საპარლამენტო სიაში.

შეგახსენებთ, ინფორმაცია გახარიას მოხვედრაზე ოცნების საარჩევნო სიაში, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა თავად მთავრობის მეთაური გვირჩევს, არ ვიჩქაროთ და ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.