LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხებზე მკიდია შენი ღირსებააყრილი პარლამენტი, ჩემი ფეხი არ იქნება იმ პარლამენტში: თაკო ჩარკვიანი

474
Tako

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამომრჩეველს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, თუმცა იქვე დასძენს რომ უთავმოყვარეო პარლამენტში არ შევა.

ჩარკვიანი „ქართულ ოცნებას“, უფრო კონკრეტულად მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს  არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.

„ეს თამარ ჟვანია არავინ არ არის. ივანიშვილი, რუსი ოლიგარქია სათავეში. დავწერე, რომ დარჩა-მეთქი რუსი ოლიგარქი, გაღიზიანდნენ, რომ კაპიტულანტური განცხადებაა. არაფერი კაპიტულანტური განცხადება ეს არ არის, რეალობა აღვნიშნე, რომ, რაც ოლიგარქმა გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ დარჩა. სხვა საკითხია ჩვენ როგორ ვუპასუხებთ. მე რისი პასუხი შემიძლია?!“ – აღნიშნავს ჩარკვიანი და იქვე დასძენს, რომ გაყალბებული მონაცემებითაც კი პირადად შესულია პარლამენტში, როგორც დეპუტატი. მიუხედავად ამისა, ჩარკვიანმა მიმართა ივანიშვილს:

„ვეტყოდი რუს ოლიგარქს, სულ ფეხებზე მკიდია შენი ღირსებააყრილი პარლამენტი. ჩემი ფეხი არ იქნება იმ პარლამენტში. მესასიზღრება ეს ყველაფერი, თქვენი ყოფნა საქართველოში“.

“მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი. მირეკავენ და მილოცავენ პარლამენტში შესვლას. მადლობთ მეგობრებო , მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მიზანი, ანუ დეპუტატობა , მადლობა ვინც ხმები მოგვცა. ცუდი და კატასტროფა ის არის, რომ ხელისუფლება ანუ „ოცნება“ დარჩა. დიახ, ალბათ უფრო მეტად დაფიქრდება “მავანი” და ფსევდო ოპოზიციასაც უკეთ დაინახავს , ნაადრევი ზეიმიც ცოტა არასწორია და პრემიერი ამ ეტაპზე სააკაშვილი არ იქნება თქო რომ დავწერე, ამ ეტაპზე ამ პოლიტიკურ რეალობაში- მეთქი, ბევრს არ ესიამოვნა. ვერ გაიგეს რატომ ვთქვი. ა, ბატონო როგორც ვთქვი ისეა (თავად თქვა ადამიანმა რეალობაა. ამ ეტაპზე ასეა) სათავეში რუსი ოლიგარქია და აქ კი ერთმანეთს ჯიჯგნის პოლიტიკური სპექტრი, გამოტენილია “ფსევდო ტიპებით” და თუ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდა ოდნავ განსხვავებული ხედვით “ ჩაქოლვა” არ ასცდება, ჰო და …ა ბატონო, ახლა ვიძახოთ “გაყალბებული არჩევნები”, დიახ გაყალბებულია და შუქიც ჩააქვრეს უბნებზე და ბიულეტენებსაც იპარავდნენ და საჩივრებიც და ვიდეო კადრებიც არის, კი ბატონო, ასეა უდავოდ და მაინც ოლიგარქი რუსი ივანიშვილი დარჩა!!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

წინასწარი მონაცემებით, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელმა“ 2020-ის არჩევნებზე ამომრჩეველთა  3,1% მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები