LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერები ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენენ

94
00

ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შევიმუშავეთ, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი ტექნიკის შეძენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობის სექტორს. მოგეხსენებათ, რომ გასული წელი გამორჩეული იყო. მე მთავრობის წინა სხდომაზეც ვისაუბრე იმაზე, რომ ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის თითქმის 1 მილიარდი დოლარის ექსპორტი განვახორციელეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკა სოფლის მეურნეობაში, თუმცა ეს არ გახლავთ საკმარისი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის დასაქმებული სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, ვაპირებთ, გავზარდოთ მხარდამჭერი პროგრამები. ჩვენ გვაქვს ძირითადი საშუალებების და ტექნიკის მნიშვნელოვანი დეფიციტი სოფლის მეურნეობის სექტორში, შესაბამისად, შევიმუშავეთ ახალი პროგრამა, რომლის მიზანია, გავზარდოთ ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობა, რათა მათ თანადაფინანსების გზით შეძლონ აუცილებელი ტექნიკის შეძენა. პროგრამების ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 4 მილიონი ლარი.“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები