LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფერმერმა დასტრესილი ადამიანების ცხოვრებაში მეტი მზის სხივის შემოსატანად 2 მილიონი მზესუმზირა დარგო

445
page

ფერმერმა გადაწყვიტა, რომ რთული წლის ბოლოს ხალხი გაებედნიერებინა და 2 მილიონი მზესუმზირა დარგო. სკოტ ტომპსონის მთავარი მიზანი კორონავირუსით დაღლილ მსოფლიოში მეტი ნათელის შემოტანა იყო.

ტომპსონების ფერმა უკვე 70 წელზე მეტია რაც არსებობს და ისინი ძირითადად მარწყვისა და გოგრის მოყვანით არიან დაკავებული. ფერმა ბრისტოლიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს და ოჯახური პიკნიკებისთვის საუკეთესო ადგილადაა აღირებული.

სკოტმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს, რომ წელს რაღაც განსხვავეული გაეკეთებინათ რათა ადამიანები გაებედნიერებინათ.

„ჩვენ ეს შევძელით… ამ პროცესს მომავალშიც აუცილებალდ გავაგრძელებთ,სეზონები იცვლება, პანდემია კი ადგილზე რჩება.. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ადამიანებს რამე განსხვავებულის გაკეთება მოუნდებოდათ, ამიტომ მოვიფიქრეთ საუკეთესო გზა – სოციალური დისტანციის დაცვით.. და ბევრი ღიმილით“, – უთხრა ტომსპონმა CNN-ს.

ფერმერმა მზესუმზირების გაშენებისას ყველა დეტალი გათვალა, ორი მილიონი მზესუმზირა ისეა დარგული, რომ ვიზიტორებმა სოციალური დისტანციის დაცვა შეძლონ და ერთმანეთს დისკომფორტი არ შეუქმნან.

„ჩვენს წამოწყებაში ყველაზე მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ყველა ბედნიერია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები