LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფესტივალი, რომლის მსგავსზეც ჯერ არ ყოფილხართ – „კასტელო მარეში” მანდარინობა გაიმართება

1384
viber-image-2019-11-07-13-50-05

16 ნოემბერს სასტუმროკასტელო მარესადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, გაიმართება ფესტივალი „მანდარინობა“. ღონისძიებისთვის სასტუმრო „კასტელო მარეს“ ტერიტორია მოეწობა თემატური დეკორაციებითა და განათებებით. განთავსდება საგამოფენო დახლები, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი პროდუქცია. მოეწყობა ქობულეთის მუზეუმის სპეციალური საგამოფენო კუთხეც.

მანდარინობისფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი აქტივობა: მანდარინის შეგროვება სასტუმროს ციტრუსის ბაღებში, ქართული კერძების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული ცეკვების მასტერკლასი, ბარმენ შოუ. საღამოს მუსკალურდ გააფორმებს ბენდი „ბლუ სეილი“ (Blue Sail).

„სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულია მანდარინის ბაღები, სადაც ყოველწლიურად ვიღებთ მოსავალს. წელს პირველად გაჩნდა იდეა, ჩავატაროთ ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს და აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების ტრადიციას. თუკი ტურისტულად საინტეროა რთველი, ისეთივე საინტერესო შეიძლება იყოს „მანდარინობა“, თუ სწორად შევფუთავთ და გამოვიტანთ გასაყიდად.  ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე, გაყიდვაში ჩავუშვით ციტრუსის გამაჯანსაღებელი და დეტოქს პროგრამები ნოემბერიდეკემბრის პერიოდზე და პირველი ჯგუფიც მივიღეთ სლოვენიიდან. „მანდარინობის“ ფესტივალი ერთ-ერთი აქტივობაა, იმისთვის რომ სასტუმროსთვის გაყიდვადი გახდეს შემოდგომის სეზონი.

„მანდარინობის“ ფესტივალი ღიაა ნებისმიერი დაინტერესბული პირისთვის. დასწრება შეუძლიათ, როგორც სასტუმროს სტუმრებს, ასევე გარედან შემოსულ ნებისმიერ ვიზიტორს. პირველი ფესტივალის ჩატარებაში უდიდესი თანადგომა გაგვიწია ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. საგამოფენო სივრცის მოწყობა და ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობა, მთლიანად მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოხდა. იმედი, გავაქვს რომ, ფესტივალი მიიღებს მასშტაბურ ხასიათს. სასტუმრო „კასტელო მარე“ მზადაა ციტრუსის სეზონის დაწყება აჭარაში, ყოველ წლიუად  „მანდარინობის“ ფესტივალით გახსნას“, – აცხადებს სასტუმროკასტელო მარესგაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი მანო კუჭუხიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები