LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფიჭვით დაფარული მთების სამოთხე, ღრმა ხეობებითა და მისტიური კოშკებით“ – თუშეთზე ბრიტანელები წერენ

675
4320

თუ მოგზაურობის დროს სირთულეებს არ უშინდებით და ცხენით გადაადგილებაც შეგიძლიათ – მაშინ თუშეთი აუცილებლად უნდა ნახოთ. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ – Guardian საქართველოს ამ ულამაზეს და ყველაზე მისტიკურ კუთხეზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

Guardian-ის ჟურნალისტმა გამოცემის მკითხველებს თუშეთში მოგზაურობის საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარა. „ეს არის ფიჭვის დაფარული მთების, ღრმა ხეობებისა და იდუმალი კოშკების მშვენიერი სამოთხე“, – წერს Guardian-ის ჟურნალისტი.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, თუშეთში არ არსებობს მაღაზიები, საავტომობილო გზები, სასტუმროები, ელექტროენერგია, არც ტაქსი და არც ბარები. სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკებით.

250 კონკურენტს შორის თუშეთი შეარჩიეს - ის მსოფლიოს გამორჩეულ ბუნებრივ საგანძურად დაასახელეს

თუშეთმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა - ის The New York Times‎-ის ნომინანტებშია

„აქ ზამთარი ბევრად უფრო ადრე მოდის, ვიდრე სხვაგან. შესაბამისად, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა ოქტომბრიდან მაისის თვის ჩათვლით იკეტება. ასე რომ, წლის რვა თვის განმავლობაში ამ მთებში მხოლოდ 20 ადამიანი რჩება. შემდეგ, მოკლე ზაფხულში, ისტორიულ კუთხეს 2,500-ზე მეტი თუში უბრუნდება – ცხვრის მოსაშენებლად, ყველის გასაკეთებლად და ტურისტების დასახვედრად“- იუწყება Guardian.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანულმა გამოცემამ საკუთარი ჟურნალისტის ეს სტატია გასულ წელს გამოაქვეყნა, თუმცა იმ ფონზე, რომ თუშეთი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ექცევა, თუშეთზე დაწერილი სხვადასხვა სტატიები კვლავ აქტუალურია.

თუშეთზე დაწერილ ამ სტატიას და თუშეთზე გადაღებულ ვიდეორგოლს საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები