LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიის წინ ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება

613
2432421-1

საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელი, დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად საქართველოს კულტურის პალატა მარათონს ამზადებს. გარდა ამისა, ამავე დღეს, 18 დეკემბერს, ოქიტაშვილის განცხადებით, ფილარმონიის წინ მომღერლის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.

“აპარატზეა მიერთებული და სიკვდილს ებრძვის” – ზურა დოიჯაშვილს დახმარება სჭირდება

“ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა.საქართველოს ხელოვანთა პროფესიული კავშირი უკვე რამოდენიმე კვირაა ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველში ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანობილით! მიუხედავად მსოფლიოში და საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობისა, რომელიც გამოწვეულია პანდემიით, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, გამოთქვამს დახმარების სურვილს! თქვენი თუნდაც მცირე დახმარება, მნიშვნელოვანია, რამეთუ შესაგროვებელია საჰაერო რეანომობილისთვის საჭირო თანხა 66 000 ათასი ლარი (20 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში). საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს. კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან,ქალბატონ ქეთისთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. მარათონი გაიმართება 18 დეკემბერს, დილით, 09-15 საათიდან 10-00 საათამდე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში. მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ზურა დოიჯაშვილის მეგობრები, მისი კოლეგები. ამავე დღეს, თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურაბ დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი. საქართველოს კულტურის პალატა გამოაქვეყვენებს ამ დღეებში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ზურაბ დოიჯაშვილისთვის გახსნილ სპეციალურ ანგარიშს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება თანხის ჩარიცხვა. მოგვწერეთ საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected] დიდი მადლობა #საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გვერდში დგომისა და დახმარებისთვის! ჩვენ ყველა ერთად დავაბრუნებთ ზურას საქართველოში!” – წერს დათო ოქიტაშვილი.

არცერთი არხი არ დაინტერესდა და არ მოუწოდა ზურას გადარჩენისთვის – გიორგი შალვაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები