LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ რიკერი ოპოზიციას ხვდება

51
BeFunky-collage (6)

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით ჩამოსული ამერიკელ მაღალჩინოსანი, ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.

შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრებენ პარლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამენტის ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

რიკერთან იმ გამოწვევებზე გვექნება საუბარი, რასაც საარჩევნო რეფორმის, მართლმსაჯულების სისტემაზე ვხედავთ, ასევე შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე: სალომე სამადაშვილი

ხელისუფლების ოპონენტები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს და რეგიონში რუსეთის გავლენის გაზრდაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

“დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით გაგრძელებული უსაფრთხოებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში რუსეთის გავლენების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი,”- პარლამენტის წევრი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

რიკერი დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები