LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფილმებში რომ ნარკოტიკს აჩვენებენ ბარიგები კლიენტებს, ისე ამოიღო ტაქსის ტრაფარეტი”

567
dafdsa

ტაქსების რეგულაციიის ამოქმედებამ შმაქსები, კახები და სხვა მომსახურებები შექმნა. ის მძღოლები კი, რომლებსაც მსგავსი ხრიკისთვის არ მიუმართავთ, ტრაფარეტის გარეშე აგრძელებენ მუშაობას. ტაქსის მძღოლები მგზავრებს ჩუმად, ფანჯრიდან აჩვენებენ ტრაფარეტებს – ამ ტრაგიკომიკული სიტუაციის გამო სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ამის გამო, რეგულაციას აკრიტიკებს. 

გირჩი ტაქსისტებს შმაქსისტობას სთავაზობს [ვიდეო]

გირჩში ამბობენ, რომ ანაზღაურება მოხდება არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.

მათ შორის არის სტუდენტი ედო ჯავახაძე, რომელიც საკუთარ ისტორიას ყვება და ვერ ხვდება, რატომ აქციეს ტაქსისტების ნაწილი კანონდამრღვევებად.

„წეღან უნივერსიტეტისკენ მიმავალ ავტობუსს ველოდებოდი და ამ დროს ნელ-ნელა მომიახლოვდა ლურჯი ფერის “მერსედესი”, გააჩერა, თან მიყურებს, მეთქი, რა ხდება?! აი, ძაან ფრთხილად, ფილმებში რომ ნარკოტიკს აჩვენებენ ბარიგები კლიენტებს, ისე ამოიღო ტაქსის ტრაფარეტი და მაჩვენა.

შოკია! სიგიჟეა! აი, ჩვეულებრივი ტიპი, რომელსაც უნდა, რომ რაღაც მომსახურება გამიწიოს, რაღაც უნიჭო და მავნებლური რეგულაციის გამო კანონდამრღვევად იქცა.

არ გამოვა ასე,“ – წერს ედო ჯავახაძე. 

კახი როგორც ტაქსი - სხვა ფერის მანქანები ტაქსაობას მაინც ახერხებენ

ახლა შესაძლოა ტაქსის ნაცვლად შეგხვდეთ "თუთუნი" ან "კახი".

შეგახსენებთ, 1-ელი ოქტომბრიდან A კატეგორიის ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს. სხვა ფერის ტაქსებს, მხოლოდ გამოძახებით შეუძლიათ მუშაობა. კანონის დარღვევისთვის მძღოლები 100 ლარით ჯარიმდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები