LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი „დაუნტონის სააბატო“ – პირველი ემოციური კადრები გადასაღები მოედნიდან

403

„ოქროს გლობუსის“, „ემისა“ და „ბაფტას“ გამარჯვებული  სერიალი, „დაუნტონის სააბატო“ ეკრანებზე ფილმის სახით ბრუნდება. დიდი ლოდინის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სცენარს ფილმისთვის კვლავ ჯულიან ფელოუზი წერს და კინოსურათი ეკრანებზე 2019 წლის სექტემბერში გამოვა. ფილმის შემქმნელები ცდილობენ სიუჟეტი და მსახიობების შემადგენლობა საიდუმლოდ დატოვონ, თუმცა, ინფორმაციამ მედიაში მაინც გაჟონა.

დღეს ინტერნეტში ვრცელდება პირველი კადრები გადასაღები მოედნიდნ, სადაც ჩანან სერიალის მთავარი გმირები, მიშელ დოკერი და ლენ ლიჩი. უკვე ცნობილია, რომ ფილმში მონაწილობას იღებენ: მეგი სმიტი, ჰოუ ბონევილი, ელიზაბეტ მაქგოვერნი და მეთიუ გუდი. ამ დრომდე უცნობია დენ სტივენსის ბედი, რომელიც სერილაში მეთიუ კრაულის განასახიერებდა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა „ინსტაგრამზე“ პოსტი დადო და ფანებს კითხა, ისურვებდნენ თუ არა მის ხილვას ფილმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები