LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს – adjarabet.com-მა „არენას“ პრემიერა გამართა

3051
აჭარა

დღეს სასტუმრო „სტამბაში“ ფილმ „არენას“ პრემიერა გაიმართა. „არენა“ პირველი ინტერაქტიული კინო-თამაშია, რომლის რეჟისორიც დავით ბორჩხაძეა. ფილმის ოპერატორი კი ამერიკის კინოაკადემიის წევრი გიორგი შველიძეა. ფილმი JWT Metro-მ გადაიღო.

ფილმს მთელი ზაფხულის განმავლობაში წყალტუბოში, ნატახტარსა და თბილისში იღებდნენ.

ფილმში ცნობილ  სახეებთან და ქართველ მსახიობებთან ერთად, ბრაზილიელი რივალდოც მონაწილეობს. მთავარ როლში გივიკო ბარათაშვილი და სლავა ნათენაძე არიან. ფილმში, ასევე, მონაწილეობენ: ჯამლეტ ხუხაშვილი, მარიტა ჯანაშია, ნანა შონია, აჩი არველაძე, სანდრო კაკულია, ქრისტინე იმედაძე, ანანო კეკელია, ლაშა ნამორაძე, ლევან მჭედლიძე, გიორგი ცინცაძე, ივანე ქურასბედიანი, ია მღებრიშვილი და სხვები.

„არენა“ სათავგადასავლო ჟანრის კინო-თამაშია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. მაყურებელი თავიდანვე ერთვება ფილმის სიუჟეტში და თვითონ ხდება ერთ-ერთი მთავარი გმირი. მაყურებელს ისე შეუძლია შეცვალოს სიუჟეტი და მართოს თამაში, როგორც სურს.

ფილმისთვის ცნობილი მუსიკალური ნომრის „ტანგოს“ ადაპტაცია სტეფანემ შეასრულა. კინო-თამაშისთვის მუსიკალური თემების შექმნა და ხმის რეჟისურა Post Red-ს ეკუთვნის.

„არენას“ ნახვა პრემიერის შემდეგ ყველასთვის ხელმისაწვდომი www.arena.ge-ზე იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები