LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრი: დასახული მიზნების მიღწევაში, ფინანსთა სამინისტროს ექნება წამყვანი როლი

154

ფინანსთა მინისტრის რანგში ივანე მაჭავარიანმა პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მან მინისტრის მოადგილეებთან სამინისტროს სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი პროცესები განიხილა და გაეცნო მიმდინარე რეფორმების დეტალებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას და ფინანსთა სამინისტროს გამორჩეულ როლს ამ მიმართულებით.

„სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებამ, საბოლოო შედეგად უნდა მოგვცეს დაჩქარებული ეკონომიკური ზრდა, აღნიშნული პროგრამის შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევაში, ფინანსთა სამინისტროს ექნება წამყვანი როლი. მცირე და ეფექტიანი მთავრობა, საჯარო სერვისებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ინკლუზიური ეკონომიკა, სამართლიანი ბიზნესგარემო და მაკროეკონომიკური სტაბილურობა – ეს ის ძირითადი, მიმართულებებია, სადაც მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენი ეფექტიანი მუშაობა. დარწმუნებული ვარ, რეფორმების დანერგვის პროცესში, ფინანსთა სამინისტროს პროფესიონალთა გუნდი, ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები