LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა მინისტრის აზრით, ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება

142
119507253-3426289984075957-5543443937391490743-n

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ ლარის სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და საჭიროების შემთხვევაში ამ საქმეში ეროვნული ბაკი ჩაერთვება.

„წლის ბოლოსკენ საკმაოდ დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით ინფლაციის კუთხით და არ ველოდებით იმ ზღვარზე მნიშვნელოვნად გადაცდენას რასაც ეროვნული ბანკი თავის მიზნობრივ მაჩვენებლად აღიარებს ხოლმე“, – განმარტავს ივანე მაჭავარიანი.

როგორც მინისტრი ამბობს, დღეს გააკეთა განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც და გამოთქვა მზაობა, რომ ამისთვის გამოყოფილია რეზერვები და თუ დასჭირდა ჩარევა, ეროვნული ბანკი ჩაერევა.

„დღემდე ეროვნულ ბანკს 300 მილიონზე ლარი აქვს დახარჯული იმისათვის, რომ ეს პერიოდული მერყეობები და შოკები, რომელიც პანდემიასთან ერთად განხორციელდა, ემართა, ამიტომ ამ მხრივ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება“, – დასძინა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები