LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონოდ გადაადგილების ფაქტი გამოავლინა

44
169679852-1918703814953292-4457737596589124067-n

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ორი სატვირთო ავტომანქანით განახორციელეს დაახლოებით 137 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონლის იმპორტი, რეალურად კი საქართველოში შემოტანილ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 951 810 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების საქონელი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

პოპულალურები