LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

56
ეროვნული ბანკი

2022 წლის 6 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 63 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.190 პროცენტით, მაქსიმალური 10.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.195 პროცენტით განისაზღვრა“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები