LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი სტარტაპერებს მოქალაქეობას მისცემს

694

ფინეთი სტარტაპერებს მოქალაქეობას მისცემს. ფინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საინტერესო პროექტები განახორციელოს და სწორედ ამიტომ, ინოვატორებს ქვეყანაში ცხოვრების სპეციალურ პირობებს სთავაზობს. მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ ის ადამიანები, ვინც ევროკავშირის საზღვრებში არ ცხოვრობს და ფინეთში მოღვაწეობაზეც უარს არ იტყოდა.

განაცხადების მიღება აპრილის ბოლოდან დაიწყება და ამა თუ იმ იდეის პერსპექტიულობას სახელმწიფო ორგანიზაცია Business Finland დაადგენს. სპეციალისტები წელიწადში 700-მდე განაცხადის შესწავლას და მათგან 500-ის დაკმაყოფილებას ვარაუდობენ.

საინტერესოა, რომ მსგავსი მოქალაქეობა ევროპის სხვა ქვეყნებში, მაგალითად – ესტონეთშიც არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები