LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინკა ბანკის ვადიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა

161

ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 1 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გადმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი.

ფიზიკური პირების მიერ ვადიან დეპოზიტზე თანხის 6 თვით განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი ლარში განთავსებულ დეპოზიტზე 9.5% (ეფექტური – 9.73%),ხოლო 12 თვის შემთხვევაში – წლიური 11% (ეფექტური 11%).

იურიდიული პირებისთვისაც მინიმალური საპროცენტო განაკვეთი იწყება 8,14%-დან (ეფექტური 8.94%), ხოლო მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 10,74 % -ით (ეფექტური 10.22%).

ფინკა ბანკი მომხმარებელს 6 ტიპის დეპოზიტს სთავაზობს, მათ შორის, ზრდადი, შემნახველი, საბავშვო და ანაბარი „მეტი სარგებელი“, რომელსაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 12.5% ერიცხება (ეფექტური12.32%).

დეპოზიტის გახსნა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეს. მომხმარებელს შეუძლია გახსნას ერთი ან რამდენიმე დეპოზიტი მარტივად, სერვის ცენტრში ვიზიტისას, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge

წელს ფინკა საქართველოს ბაზარზე ყოფნის 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები