LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქრობდა წასულიყო სასამართლოზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა: ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

79
ნიკოლოზ ყიფშიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება. როგორც ყიფშიძე აცხადებს, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

ყიფშიძემ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სტაბილურად არადამაკმაყოფილებელია“.

„დინამიკაში გაუმჯობესებისკენ არ მიდის. ვიტყოდი, რომ მდგომარეობა არის სტაბილურად არადამაკმაყოფილებელი[…] ფიქრობდა წასულიყო სასამართლოზე, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვიტა, რომ ვერ წავა და ჩვენც ვურჩიეთ, რომ არ წასულიყო.

მე არ მაქვს კარგი პროგნოზი, ასე თუ დავტოვეთ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის… ძალიან ცუდი პროგნოზი მაქვს, საჭიროა მკურნალობა, რეაბილიტაცია, რაც აქ არ ხდება.

გორის ჰოსპიტალი მშვენიერი ჰოსპიტალია, მაგრამ აპარატურა, რომელიც ასეთი ავადმყოფისთვისაა საჭირო აქ არ არის, მრტ-ზე ვსაუბრობ…

აბსოლუტურად საჭიროა ნერვოლოგებისთვის, რომ ნახონ რაშია საქმე და მკურნალობა შეიძლება შეიცვალოს“, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.