LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიქსირდება მნიშვნელოვანი ტენდენციები, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება – “საია”

saia

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის დაკვირვების, 10:00 საათისთვის არსებულ შედეგებს აქვეყნებს.

“საიას” ინფორმაციით, ამ დროისთვის მნიშვნელოვანი ტენდენციები ფიქსირდება, რომელიც ხმის მიცემის ფარულობას და ამომრჩევლის ნების კონტროლს უკავშირდება.

“ცესკოს ინფორმაციით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორიას“ 2926 დამკვირვებელი ჰყავს რეგისტრიებული ცესკოში, ხოლო „კავშირი 21-ე საუკუნეს“- 3174 დამკვირვებელი.

ჯერ კიდევ გუშინ, 27 ნოემბერს, “საიასთვის” ცნობილი გახდა, რომ გურჯაანის ოლქში ამომრჩეველს დაავალეს, კაბინიდან ბიულეტინები გახსნილ მდგომარეობაში გამოეტანათ, რათა კონკრეტულ პირებს დაფიქსირებული არჩევანი დაენახათ,“ – აცხადებენ “საიაში”.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათი დამკვირვებლების მიერ დაიწერა სულ 6 საჩივარი: 3 საჩივარი – უბანზე, 3 საჩივარი ოლქში, ასევე ჩანაწერთა წიგნში 3 დაფიქსირდა 3 შენიშვნა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში – კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში 300 დამკვირვებლის საშუალებით დააკვირდება.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე “საია” დღის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში კიდევ 3 პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენცია დღეს, 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო 29 ნოემბერს “საია” არჩევნების დღეს შეაფასებს და პრესკონფერენციას 12:00 საათზე გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები