LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიროსმანის “ქალი ლეჩაქით” “სოთბის” აუქციონზე გაიყიდება

157

ნიკო ფიროსმანის ნახატი “ქალი ლეჩაქით” 27 ნოემბერს “სოთბის” აუქციონზე გაიყიდება. შესაბამისი ინფორმაცია აუქციონის ვებგვერდზეა განთავსებული. ნახატის სავარაუდო ფასი 500 000-დან 700 000-მდე გირვანქა სტერლინგია.

„ქართველი ქალი ლეჩაქით“ რუსული ნახატების სექციაში გაიყიდება, თუმცა „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე ნიკო ფიროსმანი ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.

სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.

უშუალოდ აღნიშნულ ნახატთან დაკავშირებით საიტზე ავსტრიელი მწერლის, შტეფან ცვაიგის ისტორიას ვკითხულობთ, რომელიც ფიროსმანის ნამუშევრებს 1928 წელს, მოსკოვში ვიზიტისას გაეცნო

1942 წელს ცვაიგის გარდაცვალების შემდეგ ნახატი მისი პირველი მეუღლის ფრიდერიკე მარია ცვაიგის მფლობელობაში აღმოჩნდა, რომელმაც ის 1953 წელს მეგობარს, ჰარი ცონს აჩუქა. 1981 წელს ცონმა „ქართველი ქალი ლეჩაქით“ ნიუ-იორკში მდებარე ფრედონიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში არსებულ ცვაიგის მუზეუმს აჩუქა, სადაც ის ამ დრომდე ინახებოდა“, – ნათქვამია „სოთბის“ აუქციონის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები