LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება

391
group of young people running on treadmills in modern sport  gym

ფიტნეს დარბაზები და აუზები, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისიდან გაიხსნება. ბიზნესომბუდსმენმა, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფიტნესინდუსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დარგისთვის შემუშავებული რეგულაციების სამუშაო ვერსია განიხილეს.

რეკომენდაციების ძირითადი პუნქტები უკვე დამტკიცებულია. სფეროს წარმომადგენლებს ორ ნაწილთან დაკავშირებით აქვთ პრაქტიკული რეკომენდაციები. ეს ეხება ბუნებრივ ვენტილაციასა და 8 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანის დაშვებას. ასევე, ვარჯიშისას ფიტნეს დარბაზებში პირბადის ტარება საჭირო არ იქნება.

შეხვედრას ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის 30-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. როგორც შეხვედრაზე შეთახმდნენ, სამუშაო პროცესი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი საქმიანობის გახსნა მეექვსე ეტაპზეა დაგეგმილი, რომელიც 6 ივლისს უწევს, თუმცა თარიღის ცვლილება დასაშვებია. ბაზრობები, სალონები და სავაჭრო ცენტრები დაგეგმილზე ადრე გაიხსნა. ამავე დროს მთავრობა უფლებას იტოვებს შეზღუდვები 15 ივლისამდე გააგრძელოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები