მთაწმინდის #18 საოლქო საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ აქტივისტი „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებლებს თავს დაესხა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის მხარდამჭერებს: კატო კოპალეიშვილს და ანა ბარამიძეს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ანა გელოვანი მას შემდეგ გაუსწორდა ფიზიკურად, რაც აქტივისტები ცდილობდნენ ტელეფონით საარჩევნო პროცესის გადაღებას.

ვრცელდება მომხდარის ამსახველი ვიდეოც.

„კიდევ ერთ უბანზე მოხდა ძალადობრივი ფაქტი. ეს არის ატმოსფერო, რომელიც შეშინებულმა “ქართულმა ოცნებამ” ყველა უბანზე შექმნა. ჩვენ ყველა უბანზე გვყავს აქტივისტი, რომელიც იღებს ვითარებას და სწორედ ამ გადაღებამ გააღიზიანა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანი გელოვანი და ის პირდაპირ თავს დაესხა ჩვენს აქტივისტებს. ცხადია, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, ამის შემდგომ კი ანი გელოვანი იმალება“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თამთა უთურგაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები