შტატებსა და ევროპაში პოპულარული სატრანსპორტო კომპანია ტექნოლოგიურ სიახლეებთან ყოველთვის მეგობრობდა. ამჯერად კი მან მგზავრებს ვირტუალური რეალობის სათვალეები შესთავაზა. სიახლე დასაწყისისთვის აშშ-ში, რამდენიმე მარშრუტზე გამოსცადეს. ამერიკელებს დაურიგეს სათვალეები, რომელთა საშუალებითაც 50-მდე თამაშით გართობა იყო შესაძლებელი. ახალმა სერვისმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მგზავრობა ნაკლებად დამღლელიც კი გახადა. ეს კი იმის საბაბს იძლევა, რომ შეთავაზება ევროპის მასშტაბითაც დაინერგოს.

შეგახსენებთ რომ Flix bus, რომელიც ქართველ მოგზაურებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, წარმოშობით გერმანიიდანაა და ევროპაში 2013 წლიდან ოპერირებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კომპანია რამდენიმე წლის შემდეგ, 2018 წლიდან გამოჩნდა.

 

მსგავსი თემები