LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fly Dubai ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს იწყებს

76

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ, ავიაკომპანია Fly Dubai პირდაპირი რეისების განხორციელებას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იწყებს, ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დამატებითი მგზავრთნაკადის გაზრდის მიზნით ავიაკომპანიებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობის შეთავაზება მუდმივად მიმდინარეობს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია Fly Dubai. „Fly Dubai საკმაოდ ბევრ რეისს ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შარშან დაემატა რეისები ბათუმის აეროპორტიდანაც, წელს კი უკვე Fly Dubai ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, შეუძლია ჩამოფრინდეს თბილისში და უკან გაფრინდეს ქუთაისიდან, ან ბათუმიდან, ან პირიქით. ვფიქრობთ, რომ მგზავრისთვის და ტურისტისთვის მსგავსი სერვისი ბევრად უფრო საინტერესო და მომგებიანი შეიძლება იყოს“, – განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისი-დუბაის რეისზე ბილეთების შეძენა სასურველი ფასისა და თარიღის მიხედვით, ავიაკომპანიის ვებგვერდზეა https://www.flydubai.com/en/ შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები