LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოე-ფოე“, „ფლუე“ და სხვები -Ryanair ქუთაისის 5 საუკეთესო კაფეს ასახელებს

3068
flw21212

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი და რაც მთავარია, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრიდან ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოდის, საკუთარ მგზავრებს ქალაქ ქუთაისს აცნობს და აქ არსებულ 5 საუკეთესო კაფეზე წერს.

ჩაის სახლი „ფოე-ფოე“ – შოთა რუსთაველის გამზირი

ზიხართ წიგნის თაროებს შორის და მიირთმევთ ალკოჰოლით ინსპირირებულ ჩაის, ისევე როგორც ჩაის სახლის სპეციალურ წითელ ღვინოს – დარიჩით. „ფოე-ფოე“ მდებარეობს ზუსტად ქალაქის ცენტრში, შესაბამისად, მარტივად მისასვლელია.

„ქუთაისი გარდენია“ -წულურიძის მოედანი

შესანიშნავი ადგილი, სადაც ზაფხულის ცხელი დღის გატარება შეგიძლიათ. „ქუთაისის გარდენია“ და მისი მდინარისპირა ტერასა ადგილობრივებში მზის ამოსვლისას დიდი პოპულარობით სარგებლობს.

„ჩვენი კაფე” – წმინდა ნინოს ქუჩა

თუ ქუთაისში ხართ ეს კაფე აუცილებლად უნდა ნახოთო – ურჩევს Ryanair საკუთარ მგზავრებს. აქ ერთმანეთს იტალიური და ქართული სამზარეულო ერწყმის. ის კი, რაც აუცილებლად უნდა გასინჯოთ, ლობიანია.

„კაფე ფლუე” – წმინდა ნინოს ქუჩა

იხსნება გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა კაფეები ქუთაისში. შესანიშნავი ადგილია კაპუჩინოს დასალევად და საუზმედ, ომლეტის დაგემოვნებისთვის.

ბარ-რესტორანი „პალატა“-  პუშკინის ქუჩა

ყვავილებით მორთული აივნები, იასამნისფერი კედლები, ვინტაჟური ავეჯი – ეს ყველაფერი გიქმნით შთაბეჭდილებას, თითქოს „თოჯინის სახლში” მიირთმევთ. თუ შესანიშნავი ნამცხვრისა და ყავის დაგემოვნება გსურთ, „პალატა“ საუკეთესო ადგილია.

რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისსა და ქუთაისში - "რაინეარი" საქართველოზე სტატიებს აქვეყნებს

რაინეარმა ორი ქართული ქალაქი დაამატა თავის საიტზე, სადაც ფრენების დაწყებას აპირებს.

შეგახსენებთ, Ryanair თბილისიდან და ქუთაისიდან ფრენებს ნოემბრის თვიდან იწყებს, მანამდე კი საკუთარ მომხმარებლებს ამ ქალაქების შესახებ საინტერესო ინფორმაციას აწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები