LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოფხაძემ უმრავლესობიდან წასვლა, შესაძლოა, გადაიფიქროს და ნინია კაკაბაძის მხარდამჭერებს არ მიესალმოს

91

საქართველოს პარლამენტის წევრი, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გადაიფიქროს. ამის შესახებ მან On.geს განუცხადა.

“უმრავლესობის დატოვებას არც ვადასტურებ, არც უარვყოფ, მეტს არაფერს არ ვამბობ იმიტომ, რომ უმრავლესობიდან წასვლა გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. ნაკლებად შესაძლებელი [უმრავლესობიდან არ წავიდე], მაგრამ ვინაიდან ეს პროცედურები გასავლელია ცივ გონებაზე ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია”, – განუმარტა მიზეზი ფოფხაძემ.

კითხვაზე, გაბრაზებულია თუ არა ნინია კაკაბაძის არჩევის გამო უმრავლესობაზე, ის ასე პასუხობს:

“ვინც მას [ნინია კაკაბაძეს] უმრავლესობიდან მხარი დაუჭირა, მე არავის სალამს არ ვეტყვი”.